ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ასლან კობახიას განცხადებით, სოხუმში, უცნობმა მამაკაცმა ადგილობრივ ტელე-რადიოკომპანიასთან თავი აიფეთქა.
„sputnik-abkhazia.ru"-ს ცნობით, მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
„სავარაუდოდ, მამაკაცი მარტო არ იყო. მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაოები, რაშიც ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩართულია",- აცხადებს ასლან კობახია.