logo_geo
eng_logo
„ჩვენში ყველა გაერთიანება იშლება მაშინ, როცა მის შიგნით გოიმებად და „პრადვინუტებად“ იყოფიან“ - რა ელის „ნაცმოძრაობას“?
- +

17 ოქტომბერი. 2016. 12:35





აშკარაა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული ბზარი გაჩნდა.


ფაქტია, რომ პარტიის ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ სცენარს არ გაჰყვა და პარლამენტში შესვლაც გადაწყვიტა და მეორე ტურში მონაწილეობაც. მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ერთიანობის აფიშირებას, ფაქტია, რომ პარტიის შიგნით გაჩენილი ბზარი თუ არ გაღრმავდა, არ გაქრება.


კულუარული ინფორმაციით, პარლამენტში შესვლის ბედი გიგა ბოკერიამ და მის გარშემო ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, შედეგად კი ბოლო ხანს გავრცელებული ინფორმაცია გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, ფაქტობრივად, გამართლდა.


„ნაციონალურმა მოძრაობამ" წინააღმდეგობა გაუწია და მეტიც ის დაუპირისპირდა მის უპირობო ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა"გაყოფისთვისაა განწირული. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, ბოლო დღეებში რა გააფთრებით შეეტაკნენ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობი" ორი ფრთის - პირობითად რომ დავარქვათ, ბოკერიასა და სააკაშვილის მომხრეები, ცხადად ჩანს, რომ მათ შორის სიყვარული და ურთიერთგაგება კარგა ხნის დასრულებულია.


მწერალი პაატა ქურდაძე საკუთარ facebook გვერდზე წერს:


„ცუდად არის ნაცინალური მონოლითის საქმე! ეს კოროზია აღარ გამთელდება, პირიქით, მოედება და შეჭამს მას. საქართველოში ყველა გაერთიანება იშლება მაშინ, როდესაც მის შიგნით გოიმებად და „პრადვინუტებად" იყოფიან", - წერს ქურდაძე.


ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობის" გაყოფის შემთხვევაში ე.წ. „პრადვინუტებს", რომლებიც განსაკუთრებით სააკაშვილის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მიზანმიმართულად ცდილობდნენ პარტიის მართვის ხელში აღებას, სააკაშვილისგან დამოუკიდებლად ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ამ პარტიის მხარდამჭერებისთვის „ნაციონალური მოძრაობა" უპირველესად სწორედ მიხეილ სააკაშვილია. თუმცა ისიც ცხადია, რომ სააკაშვილი ის კაცი არ არის, ამგვარ წინააღმდეგობებს ადვილად ივიწყებდეს და სამაგიეროს გადახდაზეც არ ფიქრობდეს. მოკლედ, პარტიაში შექმნილი ვითარება აშკარად არაჯანსაღია და ამასთან გამკლავება, სავარაუდოდ, მარტივად არ გამოვა. მივა თუ არა პარტია გაყოფამდე, ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს...


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner