logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: „ნაცსექტა“ ისე აყროლდა, ირგვლივ ყველაფერს წამლავს!
- +

16 მარტი. 2016. 20:41



უმრავლესობის დეპუტატი კარლო კოპალიანი პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს.


განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



„ყველაფერს აქვს საზღვარი!

უტიფრობის, უზრდელობის, უზნეობის, უსირცხვილობის დამნერგავები, ჩვენი ქვეყნის დამაქცევარები, მაოხრებელი გზირები, ძალიან გავიდნენ თავს და თუ ასე გააგრძელეს თავების გარეშე დარჩებიან უცილობლად. ნაცსექტა ისე აყროლდა წამლავს ირგვლივ ყველას და ყველაფერს. დღეს პარლამენტში ფიურერ მიშას გოშიამ ვინმე ბარამიძემ ფარული კადრების გავრცელებაში დღევანდელი ხელისუფლება დაადანაშაულა, ხოლო მეორე გოშიამ ვინმე რატიანმა ( თვითონ უნივერსიტეტების დამანგრეველმა )უნივერსიტეტის დანგრევაში დაგვდო ბრალი. აღარაფერს ვამბობ დანარჩენ მეზღაპრე გოშიებზე- ბაქრაძეზე, რომელმაც გაანადგურა ძველი პარლამენტის შენობა, რითაც მილიონობითი ზარალი მიაყენა ქვეყანას, ნოდიაზე, რომელსაც როგორც ამბობენ 30 მილიონი შემოეჭამა განათლების მინისტრობის დროს, ბოკერიაზე რომელსაც იმდენი ცოდვები აქვს ჩადენილი, ცუდი სიზმრები დასჩემდა და ყველგან ბიძინა ესიზმრება, და სხვა მაოხრებლებზე. მე ვეკითხები მათ, ვინ აწამებდა, ვინ აუპატიურებდა, ვინ კლავდა, ვინ ართმევდა, ვინ ჰრყვნიდა და ყველაფერ ამას ვინ იღებდა ფირებზე ??? ჩვენ? ვინ შეინახა, ვინ გაამრავლა და ვის აწყობს დღეს ამ საზიზღრობების ჩვენება, ჩვენ? აი, ეს იყო დღევანდელი ჩემი აღელვების მიზეზი პარლამენტის სხდომაზე, რისთვისაც თუ ზედმეტი მომივიდა ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას.

მეგობრებო, სანანებელი ხომ არ გვაქვს უკვე, ის დამოკიდებულება რაც ჩვენ ამ ხალხს ვუბოძეთ არჩევნების შემდეგ. " ტილს თუ ფეხზე დაისვამ თავზე აგაცოცდებაო " ნათქვამია, ამიტომ სანამ აგაცოცდება უნდა გაჭყლიტო, მორჩა და გათავდა.

საზოგადოებას შევახსენებ, - 2008-2012 წლებში პარლამენტის წევრი ვიყავი, ცაგერის მაჟორიტარული ოლქიდან.ვამაყობ იმ წლებით რამეთუ იქ ვიდექი სადაც ჩემი ხალხი იდგა, მაშინდელი რეჟიმის საწინააღმდეგოდ გამართულ ყველა საპროტესტო აქციაზე. 2009 წლის აქციები წინ შევუერთი თუ არა მომიტინგეებს ( შემდეგ გია ცაგარეიშვილი შემოუერთდა ამ აქციებს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით პარლამენტიდან ) , პირველ რიგში ყველა ჩემი ოჯახის წევრი და ნათესავი გაყარეს სამსახურებიდან, ხოლო ჩემტან ირეკებოდა დაფარული ნომრიდან შვილების გაქრობის მუქარით!!!!! , მიუხედავად ჩემი მაჟორიტარობისა მთლიანად იბლოკებოდა ჩემი პერსონა რაიონში, თქვენ წარმოიდგინეთ პატრიარქის სტუმრობისას მასთან არ მიმიშვეს ლოცვა-კურთხევა რომ მიმეღო, აღარაფერს ვამბობ ტრაპეზზე მიწვევას. ჩემს რაიონში პატრიარქს მასპინძლობდა სხვა რაიონის ნაც. მაჟორიტარი, რომელსაც არც ვუკითხივარ. ( სხვათა შორის დღეს უმრავლესობის წევრია?????? ), როცა მიხვდნენ, რომ ვერ შემაშინებდნენ სცადეს ჩემი ყიდვა!!! ( ბევრი გაიყიდა მაშინ....), მომიგზავნეს ერთი გახრწნილი ნაც, დეპუტატი, ეხლა აღარ არის პარლამენტში, ხოლო უნდა ვეყიდე ერთ ბობოლა ნაც. დეპუტატს, მაგრამ ჩემგან მიიღეს ბრაწი.

შური იძიეს 26 მაისს, დამიჭირეს, გამკოჭეს და ისე მათრიეს სისხლით მორწყულ რუსთაველზე! პარლამენტის წევრი! რამოდენიმე ბრიფინგი ჩავატარე, დიპ კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მაგრამ რა? არაფერიც!!!

დღეს კი ბედავენ შემეპასუხონ ეს უსირცხვილო არსებები, მე არასდროს გავჩუმებულვარ და არც გავჩუმდები. ყველამ პასუხი უნდა აგოს, ბარამიძემაც- ადამიანის სისხლით გაჯერებულ კუბდარებს, რომ მიირთმევდა სვანეთში და ქამელეონმა მაჭავარიანმაც პოლიტიკური პროსტიტუტკასავით რომ დარბის პარტიიდან პარტიაში და 12 მილიონი შეჭამა შევარდნაძის დროს.

და ყველაფერ ამის შემოქმედნი დღეს პარლამენტში სხედან. ზოგი ნაცმოძრაობაშია ზოგი კიდევ უმრავლესობაში.

ერთი რჩევა-- ვურჩევ არ მიპასუხონ !!"- აღნიშნავს კოპალიანი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამეტში კარლო კოპალიანსა და „ნაციონალური მოძრაოპბის" წევრებს შორის დაპირისპიება მოხდა. კოპალიანმა „ნაციონალური მოძრაობისკენ" მიკროფონი ისროლა.



 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner