ამ წუთებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე „თავისუფალი ზონის" სამი წევრის - ზურაბ ბერიაშვილის, რუსუდან მჭედლიძისა და დავით გოგოხიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანიც.
ინტერნეტში რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო