ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ ვეტერანის დღეს. დიდ მადლობას მოგახსენებთ სამშობლოს წინაშე თქვენს მიერ გაწეული ღვაწლისთვის, გისურვებთ მხნეობას, ჯანმრთელობას და წარმატებას. მომავალ თაობას დაღუპული გმირების სახელები გავუცოცხლოთ და ყოველთვის ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოზე. ჩვენი სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანის სახელის დაფასება და აღიარება, ჩვენი ვალია ვემსახუროთ მათ, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისთვის არ დაიშურა ყველაზე ძვირფასი- საკუთარი სიცოცხლე და მათაც, ვინც დღემდე დგას საქართველოს სამსახურში . მშვიდობას გისურვებთ და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას თქვენი უანგარო სამსახურისა და თავდადებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.