logo_geo
eng_logo
„ადეიშვილმა და მერაბიშვილმა ბრძანება გასცეს, ყველანაირი ხერხით ამოეღოთ „საზღვაო ბანკის“ მევალეებისგან თანხა“
- +

17 ოქტომბერი. 2016. 14:44



ეროვნული ბანკის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ 2004 წელს „საზღვაო ბანკის" გაკოტრების საქმეზე ადეიშვილის და მერაბიშვილის ხელმძღვანელობით თათბირი ჩატარდა. აჭარის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე ბაგრატ მანველიძე სასამართლოზე „აკურას ღვინის ქარხნის" ჩამორთმევის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.



პროკურატურიდან დაგვიბარეს მე და ზურაბ ნოღაიდელი თათბირზე, ამ თათბირს ატარებდნენ ადეიშვილი და მერაბიშვილი. მათ გასცეს ბრძანება, ყველანაირი ხერხით მომხდარიყო საზღვაო ბანკის" მევალეებისგან თანხის ამოღება, იქნებოდა ეს ვადიანი თუ ვადაგადაცილებული სესხები. ყველანაირი ხერხით, მათ შორის ქონების სახითაც", -  განაცხადა ბაგრატ მანველიძემ.



მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ადეიშვილის ბრძანებით ცენტრალურ ბანკში იყო ასლან აბაშიძის ახლობლების თანხებიც, რამდენიმე მილიონი ლარი, რომელიც ფონდებში უნდა გადარიცხულიყო.



მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა ამ ჩვენებით არ იკვეთება, რადგან ამ თათბირზე საუბარი იყო მსესხებლების მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.



„აკურას ღვინის ქარხნის" მეპატრონეები სწორედ „საზღვაო ბანკის" კრედიტორები იყვნენ, რომელთაც პროკურატურის მტკიცებით, ქონება იძულებით დაათმობინეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხოლო ამ ქონების ღირებულება აღემატებოდა იმ თანხას, რომელიც სესხის სახით მათ „საზღვაო ბანკიდან" ჰქონდათ გამოტანილი. ამ სესხის გადახდის საბოლოო თარიღი კი 2007 წელი იყო განსაზღვრული.



ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner