logo_geo
eng_logo
კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე! „სოლიდარობის ფონდმა“ პატარა ნიკუშას მკურნალობა 165000 $-ით და 2580 ევროთი დააფინანსა
- +

16 მარტი. 2016. 21:14



„სოლიდარობის ფონდში"  სიურპრიზების დღე გათენდა, სტუმრად პატარა ნიკუშა გვესტუმრა. დედასთან და მამასთან ერთად მადლობის ნიშნად ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა.


საქართველოს სოლიდარობის ფონდი ახალი შექმნილი იყო, როდესაც 2014 წლის სექტემბერში ნიკუშას დედის განაცხადი შემოვიდა, ბავშვს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის 200 ათასი დოლარი ესაჭიროებოდა. შემდეგ იყო ნიკუშას ოპერაციისთვის საჭირო დონორის მოძიების და ნერვიულობის ერთი წელი.


2015 წლის 11 მაისს ნიკუშას თურქეთში აჩიბადენის კლინიკაში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი მის ცხოვრებაში უკვე დაძლეულია.


თითოეული თქვენგანის გვერდში დგომით საქართველოს სოლიდარობის ფონდმა ნიკუშას მკურნალობა და ოპერაცია 165 ათასი დოლარით და 2580 ევროთი დააფინანსა.


„ნიკუშა! შენი გამოჯანმრთელება ჩვენთვის დიდი წარმატებაა! შენმა სტუმრობამ დიდი ბედნიერება და სიხარული მოგვანიჭა.

 

შემოგვიერთდით, შევქმნათ სიცოცხლის ახალი ისტორიები ერთად. სიკეთე გადამდებია!"- აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner