logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: „დემოკრატია“ ხალხის ნების გამოხატულებას ნიშნავს, და არა - ველურების თავისუფლებას!
- +

17 ოქტომბერი. 2016. 15:08



თუ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა ასეთი ანტიდემოკრატიული და საშიშია, რატომ ჰქვია (სტაჟიანი დემოკრატიის ქვეყნებშიც) კონსტიტუციური"?! - წერს ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში.



ვაა!

თუ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა ასეთი ანტიდემოკრატიული და საშიშია, რატომ ჰქვია (სტაჟიანი დემოკრატიის ქვეყნებშიც) კონსტიტუციური"?!

არ იცით, ხომ?!

რატომ და კონსტიტუციურ უმრავლესობას ამომრჩეველთა ნება და არჩევნების შედეგი ადგენს და არა ის ბიძინა ივანიშვილი, ასეთი შედეგის გამო, ლამის ჯუღაშვილად" რომ მონათლეთ!

ოღონდ გაყალბება-ნაცებთან გარიგებაზე არაფერი მითხრათ ახლა! ასეთებს არც მოგისმენთ და არც გიპასუხებთ. ისიც მეყოფა, ცნობადი ავტორიტეტები" ჭკვიანური სახით რომ გვიმტკიცებენ ხოლმე სისულელეს.

არსად და არასდროს, გაყალბება-გარიგება მოტივაციის გარეშე არ ხდება. ამიტომ, თუ მაინც წაგძლევთ ჩემი ნათქვამის გაპროტესტების სურვილი, ჯერ მაგ მოტივაციაზე იფიქრეთ!

ზოგჯერ უცხო სიტყვათა ლექსიკონშიც რომ ჩაიჭყიტოთ ზოგიერთებმა, წაიკითხავთ, რომ დემოკრატია" ხალხის (უმრავლესობის) მმართველობას და ამდენად, მისი ნების გამოხატულებას ნიშნავს, და არა - ველურების თავისუფლებას!!!

... ივანიშვილის ჯუღაშვილობა" რომ დავიჯეროთ, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ის დიპკორპუსი, თავიანთი ქვეყნების სახელით რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს გვილოცავენ, სულ ბერიები, მოლოტოვები, კაგანოვიჩები და ვოროშილოვები ყოფილან!

აი, ამერიკის ელჩს რა მოვუხერხო, არ ვიცი! ისე ინატრა ჩვენნაირი არჩევნები აშუშუში, რომ იაგოდა-ეჟოვის გარდა მისთვის სხვა გვარი არ მემეტება და თქვენ რას იტყვით - ექსპერტებო", მწერლებო, საზოგადომოღვაწენო" და „N1 პოლიტიკოსებო" - ეკუთვნის?!" - წერს მერაბ ხაჩიძე „facebook"-გვერდზე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner