logo_geo
eng_logo
„ელმავალმშენებელი“ „საქართველოს რკინიგზასთან“ აქტიურ პარტნიორულ თანამშრომლობას აგრძელებს
- +

17 ოქტომბერი. 2016. 15:42


 



სს „საქართველოს რკინიგზა" სს „ელმავალმშენებელის" მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამ დროისათვის ქარხნის ყველაზე დიდი დამკვეთი სწორედ „საქართველოს რკინიგზაა". საწარმოში 1000 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასიც 840 ლარს შეადგენს.



შარშან, საწარმომ საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, 7 ელმავალის მოდერნიზება დაასრულა და  ელმავლები კაპიტალური რემონტის შემდეგ ექსპლუატაციაში გაეშვა. როგორც ქარხანაში აცხადებენ, წელს, გარდა მიმდინარე 3 ერთეული ელმავლის კაპიტალური შეკეთებისა დაგეგმილია კიდევ, 3 ერთეული ელმავლის კაპიტალური შეკეთებაც.

 

 

სარემონტო სამუშაოები თბილისის ელმავალშემკეთებელ ქარხანაში ჩატარდა და ელმავლები ახალი დიზაინით შეიცვალა. შეკეთების შედეგად მატარებლების უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობაც მნიშვნელოვნად იზრდება. ელმავლები აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა თანამედროვე სალოკომოტივო სიგნალიზაცია. სალოკომოტივო ბრიგადების შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით კი სრულიად განახლდა მემანქანის კაბინა, რომელიც მაცივრით, კონდიციონერითა და მიკროტალღური ღუმელით აღიჭურვა", - განმარტავს „ელმავალმშენებელის" გენერალური კონსტრუქტორი ნიკოლოზ მანჯავიძე.



როგორც ქარხანაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ სს „საქართველოს რკინიგზის" შეკვეთას არა რომელიმე უცხოური საწარმო, არამედ სწორედ, სს „ელმავალმშენებელი" ახორციელებს. 



რადგან ეს ქარხნის განვითარებისთვის სტიმულია, ამასთან, ხელს უწყობს დამატებით ადგილობრივი კადრების დასაქმებას", - აცხადებენ საწარმოში.



თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის და ტრადიციების საწარმოა საქართველოში, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, როგორც ლოკომოტივშემკეთებელი. პირველი ელმავალი მან 1957 წელს გამოუშვა.


ელმავალმშენებელი ქარხანა საკავშირო შეკვეთებზე მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი წარმადობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ შეკვეთებმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ძირითადად კი, უკრაინიდან, საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა საწარმოო ბაზა და კვალიფიციური მუშახელი. დღემდე  სულ გამოშვებულია 4500-ზე მეტი ერთეული ელმავალი და 400 ერთეულზე მეტი სამრეწველო კოქსმქრობი ელმავალი, რომლებიც წარმატებით გადიან ექპსლუატაციას  რუსეთისა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, კერძოდ,  უკრაინის, ყაზახეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ეგვიპტეს, ალჟირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სივრცეში. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner