logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: 8 ოქტომბერს მარნეულში ახალი აფხაზეთი და სამაჩაბლო მზადდებოდა!
- +

17 ოქტომბერი. 2016. 16:09


 

 

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ასავალ-დასავალთან"  ინტერვიუში 2016 წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სააკაშვილი და ნაცები მარნეულში იმაზეც კი წავიდნენ, რომ საქართველოს კიდევ ერთი ტერიტორია დაეკარგა, ოღონდ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ!"


„მარნეულში ნაცების მოქმედება არამარტო არჩევნების ჩაშლისაკენ, არამედ სერიოზული ეთნოკონფლიქტის გაჩაღებისაკენ იყო მიმართული!

 

დიახ, პირდაპირ გეუბნებით, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს მარნეულში ახალი აფხაზეთი და სამაჩაბლო მზადდებოდა!

 

კიდევ კარგი, ხელისუფლება დროულად ჩაერია და ეს პროვოკაცია აღკვეთა!

 

გაიხსენეთ 2003 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როცა სააკაშვილის მომხრეებმა ბოლნისში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას ქვები დაუშინეს. მაშინ ხელისუფლებას კანონისმიერი მკაცრი ზომები რომ გაეტარებინა და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დამდგარიყო, ვერც „ვარდების რევოლუცია" მოხდებოდა და ვერც სააკაშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში!

 

2016 წლის 8 ოქტომბერს სააკაშვილი და ნაცები მარნეულში იმაზეც კი წავიდნენ, რომ საქართველოს კიდევ ერთი ტერიტორია დაეკარგა, ოღონდ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ!" - განაცხადა ხაჭაპურიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner