logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს „შეუსრულა“!
- +

17 ოქტომბერი. 2016. 16:11


 

 


„ამ არჩევნებმა ორი დიდებული შედეგი მოიტანა - რესპუბლიკური პარტია საბოლოოდ მიწაში ჩადო და გამოჩნდა, რომ ამ სექტას ამომრჩევლის მხოლოდ ერთი პროცენტი თუ უჭერს მხარს! მეორე - პოლიტიკური ველი გასუფთავდა! ჩემი ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი უახლოეს მომავალში რესპუბლიკურ პარტიას დატოვებს და ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგებას შეეცდება!" - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.


როგორ მჟავანაძე აღნიშნავს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ბევრი რამ აჩვენა, მათ შორის ისიც, რომ ხალხი ბოკერიას და ელენე ხოშტარიას ხმას არ მისცემს!


„ამერიკელებმა საიდან არ შემოუარეს სააკაშვილს, ამდენ ხანს ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფეს, მაგრამ აშკარად ჩაიქნიეს ხელი, რადგან დარწმუნდნენ, რომ ეს კაცი არის სრული მარაზმატიკი. ნუთუ მართლა ეგონა, რომ ამერიკელები საქართველოში სიტუაციას აარევინებდნენ?! აქედან გამომდინარე, რაკი „ნაცმოძრაობა" იყო და არის ერთი კაცის - სააკაშვილის სექტა, რომელიც ამერიკელებმა ჩამოწერეს, ამ გაერთიანების მომავალს ვერ ვხედავ! ხალხი ბოკერიას და ელენე ხოშტარიას ხმას არ მისცემს! ასე რომ, ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს „შეუსრულა" და ნაცსექტა მოგუდა!" - განაცხადა მჟავანაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner