„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა „ასავალ-დასავალთან" „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კვიციანი აღნიშნავს, „ნაციონალები ვეღარ გააგრძელებენ ოპონენეტებისთვის „რუსეთის აგენტის" იარლიყის მიწებებას", რადგან მათ ლიდერებზე კვიციანს ბევრი ინფორმაცია გააჩნია.
„ახალ პარლამენტში ბოკერიას და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ"! ნაციონალები ვეღარ გააგრძელებენ ოპონენეტებისთვის „რუსეთის აგენტის" იარლიყის მიწებებას, რადგან ნაცების ლიდერებზე, ვითომ პროდასავლურები რომ არიან, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, კარგად ვიცი, სინამდვილეში ვისი რეზიდენტებიც ბრძანდებიან და პარლამენტში ფაქტებით დავუდებ ყველაფერს!" - განაცხადა კვიციანმა.