logo_geo
eng_logo
სანდრა რულოვსმა შესაძლოა, მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას
- +

17 ოქტომბერი. 2016. 17:46


 


სანდრა რულოვსმა შესაძლოა, მეორე ტურში მონაწილეობა  არ მიიღოს  და პარლამენტში შესვლაზეც უარს განაცხადოს.

გაზეთი „პარაიმტაიმი" წერს, რომ ასეთი პოზიცია სანდრა რულოვსმა 11 ოქტომბერს,  „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე დააფიქსირა.



გაზეთს მოჰყავს პოლიტსაბჭოს წევრის ნინო კალანდაძის ციტატა, სადაც კალანდაძე ამბობს,  რომ სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. 



მაგალითად, ქალბატონი სანდრა არ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში და, ასევე, არ შევა პარლამენტში. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილებას, რადგან ის არჩევნების ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მეორე იმიტომ, რომ ცალსახაა, სერიოზული ზეწოლის ქვეშ იყვნენ, მუქარის ქვეშ იყვნენ მისი დამხმარე აქტივისტები. სანდრა რულოვსმა განმარტა, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და შესაბამისად, არ აპირებსისინი კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენოს, რაც ძალიან მისასალმებელი და რესპექტაბელური გადაწყვეტილებაა. ის, ასევე, არ თვლის მიზანშეწონილად, რომ ირმა ინაშვილთან ერთი მანდატი გაიყოს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

 

 

ამასთან, სანდრა რულოვსს ერთმნიშვნელოვნად არ გამოუხატავს პოზიცია მეორე ტურთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასთან ჯერ კიდევ პირველი ტურია.



ჩემთან ჯერ კიდევ პირველი ტურია. ისეთი გაყალბება იყო - ყუთების გატაცებისა და დამტვრევის ფაქტები. 22 ოქტომბერს ჩატარდება ჩემთან ორ უბანში პირველი ტური. განსხვავება არის ძალიან პატარა. მე მგონი, დიდი შანსია, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ და მერე დავფიქრდები მეორე ტურზე", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner