logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი სანდრა რულოვსზე: რა უფლებით იმაღლებს ხმას იმ კაცის ცოლი, რომელმაც გენოციდი მოგვიწყო?!
- +

17 ოქტომბერი. 2016. 17:57


 

„ვიდრე დანაშაულის რეალური დოკუმენტები არ დაიდება ნაციონალების წინააღმდეგ, ვიდრე მოსამართლე განაჩენს არ გამოიტანს, მანამდე ნაციონალებისთვის დამნაშავის ძახილი წყლის ნაყვა იქნება!"  - ამის შესახებ მუხროვანის ე.წ. ამბოხის დროს მოკლული გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი „ასავალ-დასავალთან" საუბრობს.


როგორც კრიალაშვილი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ „ქართულ ოცნება" სამართლიანობას აღადგენს.


კრიალაშვილი ასევე  სანდრა რულოვსთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოში არ უნდა იყოს.

 

„სანდრა თავის ჰოლანდიაში წაეთრიოს, ან იქ, სადაც მისი ავადმყოფი ქმარია. ეს უსინდისო დედაკაცი რა პირით გამოდის?! რა უფლებით იმაღლებს ხმას იმ კაცის ცოლი, რომელმაც გენოციდი მოგვიწყო?! იმ მეგრელების თავში ჩამახედა, ვინც ამ ადამიანს მხარი დაუჭირა.

 

ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მეორე ტურში გაერთიანებული ძალებით „ოცნებას" დავუჭიროთ მხარი.

 

„ქართულ ოცნებას" იმ იმედით ვუჭერ მხარს, რომ მომდევნო ოთხი წელიწადში სამართლიანობა აღდგება!" - განაცხადა კრიალაშვილმა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner