„გახსოვთ, ალბათ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ერთ ანეკდოტს მოყვა - „შედი, ქალო, ბუტკაში". მაშინ ამ ანეკდოტის გამო ლამის მთელი სანაცეთი დასცინოდა, თუმცა, დღეს სასაცილოდ ნამდვილად აღარ აქვთ საქმე. საცოდავები, ალბათ, „ბუტკიდან" თავის დაღწევის გზებზე დარდობენ",- ამ სიტყვებით აფასებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" შედეგს გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.
გამცემლიძე ასევე აღნიშნავს, რომ სამართალი მისთვის ნაწილობრივ აღდგა და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე დაისჯება.
„მე ვარ დაზარალებული, გამწარებული მამა, დიახ, მე ველოდები სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ჩემთვის სამართალი ნაწილობრივ აღდგა - ეს მტარვალები, კაცის მკვლელები, გათახსირებული ნაციონალები კედელთან არიან მისაყენებელი და იმედი მაქვს, მომავალში პოლიტიკურ გვამებად იქცევიან!
დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მათ დაუსჯელს არ დატოვებს! ყველა, ვინც დამნაშავეა, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!" - განაცხადა გამცემლიძემ.