logo_geo
eng_logo
ალეპოში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, ოჯახის 14 წევრი დაიღუპა
- +

17 ოქტომბერი. 2016. 18:27



სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ალეპოში, საჰაერო თავდასხმებს ერთი ოჯახის 14 წევრი ემსხვერპლა.


სამოქალაქო თავდაცვის ძალების  „თეთრი ჩაფხუტის" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 8 ბავშვი და 2 ქალია.


„BBС"-ს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქალაქი მასობრივად იბომბებოდა, მათ შორის, ე.წ. ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებითაც.


გუშინ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner