სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ალეპოში, საჰაერო თავდასხმებს ერთი ოჯახის 14 წევრი ემსხვერპლა.
სამოქალაქო თავდაცვის ძალების „თეთრი ჩაფხუტის" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 8 ბავშვი და 2 ქალია.
„BBС"-ს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქალაქი მასობრივად იბომბებოდა, მათ შორის, ე.წ. ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებითაც.
გუშინ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა.