logo_geo
eng_logo
სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება
- +

17 ოქტომბერი. 2016. 18:29



პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება წარუდგინა.



საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არაუმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება.



აღნიშნული რიცხოვნობით არაფერი იცვლება, რადგან როგორც მიმდინარე წელს, ასევე გასულ წლებში სამხედრო ძალების რაოდენობა არა უმეტეს 37 000 კაცით არის განსაზღვრული.



შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner