logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ალასანია და „რესპუბლიკელები“ საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებით აფასებენ
- +

17 ოქტომბერი. 2016. 19:21


 

„როდესაც ვისმენ, რომ პოლიტიკური პლურალიზმისთვის საჭიროა, მხარი დავუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას", მწარედ მეცინება. ეს იგივეა, რომ გერმანიაში ვინმეს ეთქვა, მხარი დაუჭირეთ ჰიტლერის პარტიასო", - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „პრაიმტაიმთან" ისაუბრა.


სუბარმა ასევე ირაკლი ალასანიასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც სუბარმა აღნიშნა, მათ კოალიცია უნდა შეექმნათ და დღეს ისინი პარლამენტში იქნებოდნენ.


„თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მისი პარტნიორები იქნებოდნენ „რესპუბლიკელები" და ალასანია. სამწუხაროდ, კოალიციის დამფუძნებლის არაერთმა განცხადებამ და მხარდაჭერამ მათ ვერ უშველა. როგორც კი მარტო დარჩნენ, ბარიერიც კი ვერ გადალახეს. მგონი, შეცდომების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებონ. „რესპუბლიკელებსა" და ალასანიას პარტიას რელურად რომ შეეფასებინათ საკუთარი შესაძლებლობები და გაერთიანებულიყვნენ, შესაძლოა, ბარიერის გადალახვის პრობლემაც არ ჰქონოდათ. პირველად არ ხდება, რომ ისინი საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებით აფასებენ. წარსული შეცდომებისგან ვერც ერთხელ ვერ გამოიტანეს გაკვეთილი",- განაცხადა სუბარმა.






 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner