„მარნეულის შემთხვევაზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება რომ არ მოეხდინა, შეიძლებოდა, ეს სხვა რეგიონებსაც გადასდებოდა და არჩევნებს ჩავატარებდით კი არა, ყველაფერი უკან დაგვრჩებოდა!" - ამ სიტყვებით აფასებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულში მომხდარ ინციდენტს.
ხაჭაპურიძემ ასევე აღნიშნა, რომ მარნეულის ინციდენტზე 6 კაცია დაპატიმრებული, მაგრამ კიდევ ბევრია დასაკავებელი და სამართალდამცავებმა ყველა კანონის მიხედვით უნდა დასაჯონ.
„როგორც ვიცი, მარნეულის ინციდენტზე 6 კაცია დაპატიმრებული, მაგრამ კიდევ მეტი უნდა დააპატიმრონ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში!
ერთი სიტყვით, მარნეულის ამბავი ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ თავისი ძლიერი ხელი უნდა გამოაჩინოს და კანონი მთელი სიმკაცრით აამოქმედოს!
სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, ნაცების თუ „ენჯეოების" განცხადებებს არ აჰყვნენ და მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით ერთი ნაბიჯით არ დაიხიონ უკან!" - განაცხადა ხაჭაპურიძემ.