logo_geo
eng_logo
„მარნეულში მოსახლეობას ყურანზე აფიცებინებენ, რომ ხმას „ქართულ ოცნებას” არ მისცემენ“
- +

17 ოქტომბერი. 2016. 21:05



„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მან „კვირის პალიტრას" განუცხადა, მარნეულში  ადგილობრივ მოსახლეობას ყურანზე აფიცებინებენ, რომ მეორე ტურში ხმას „ქართულ ოცნებას" არ მისცემენ.


რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტს, „ქართული ოცნების" კანდიდატი მომხდარს „ნაცმოძრაობას" აბრალებს.


„დაპირისპირებაში ჩვენი არც ერთი აქტივისტი არ მონაწილეობდა,­ კენჭიც არ გვისვრია. პირველი ტურის ასე დამთავრების შემდეგ მარნეულის მოსახლეობას ყურანზე აფიცებენ, რომ ხმას "ოცნებას" არ მისცემენ. ყველა ნიუანსი მიანიშნებს, რომ არეულობა "ნაციონალების"­  პროვოცირებული იყო. "ნაციონალების" კანდიდატი უბანში 20 წუთით ადრე გამოჩნდა. იგი ხალხს აგროვებდა. ამის შემდეგ დაიწყო აყალმაყალი" - აცხადებს ნავერიანი.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner