logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა
- +

17 ოქტომბერი. 2016. 21:07



იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აღარ აღასრულებს. მინისტრის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელიც დაკმაყოფილდა.


ჩვენ დღეს მივიღეთ წერილი სტრასბურგის სასამართლოდან, რომლითაც გვატყობინებენ, რომ მერაბიშვილის საქმეზე  საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში და ის არ მიექცევა აღსასრულებლად და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვა დაიწყება თავიდან" - განაცხადა  წულუკიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner