მწერალი პაატა ქურდაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა ბოკერიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები ძალიან პათოსურია.
„გიგა ბოკერია აშკარად დონალდ ტრამპს ბაძავს - ეტყობა მისი წარმატების გასაღები იპოვა... ასე რომ, არ გაგიკვირდეთ ამ დღეებში ყვითელი ქოჩორით და ელექტრიკი ცისფერი თვალებით რომ გამოცხადდეს „არჩევანის" პოდიუმზე.
ისე რატომ ყვირის ისტერიულად და ილანზღება ყველა ნაციონალი ამ ბოლო დროს? ადრე ასეთ მყვირალებს თვითონვე დაბოღმილ "ლუზერებს" არ ეზახდნენ?"- აღნიშნავს ქურდაძე.