logo_geo
eng_logo
„როდესაც ზარბაზნები იწყებენ ქუხილს, მუზები დუმდებიან“
- +

17 ოქტომბერი. 2016. 22:58




17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით საზეიმო საღამო გაიმართა.


„ხელოვანების სასახლემ" დაღუპული ვეტერანების ვასიკო წიკლაურის, თემურ ზალდასტანიშვილის, სულხან კერესელიძის, ზურაბ ოქრუაშვილისა და ალექსანდრე ვაჩეიშვილის ნახატების გამოფენას უმასპინძლა.


დამსწრე საზოგადოებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კეზერელმა სიტყვით მიმართა და ვეტერანების დღე მიულოცა. 


„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურისთვის, ასევე თოთოეული ვეტერანისათვის. მინდა ყველა ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატება ვუსუვრო. მინდა ვუსურვო იმ გეგმების ასრულება, რომელიც წელს დავგეგმეთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გვაქვს გამზადებული. როგორცკი პარლამენტი შეიკრიბება, ვთხოვთ მთავრობას, რომ გვიშუამდგომლოს. ცვლილებები ყველა ვეტერანს შეღავათს მისცემს",- განაცხადა კეზერელმა.

 

„ხელოვნების სასახლეში" გამართულ საზეიმო საღამოს მთავრობის წარმომადგენლები, დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.


„დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ წარმოვადგენ სულხან კერესელიძის ოჯახს. ბედნიერებაა, რომ არ ივიწყებენ ასეთ ხელოვან ადამიანებს, რომელიც საზოგადოებისთვის საყურადღებოა",- განაცხადა დაღუპული ვეტერანის ოჯახის წევრმა ნინო ცხადაძემ.


თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ გარდაცვლილ ვეტერანებს დუმილით მიაგო პატივი და სიტყვით ამოსვლისას აღნიშნა, რომ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა მისთვის საამაყო იყო.


„არის ასეთი გამოთქმა, როდესაც ზარბაზნები იწყებენ ქუხილს მუზები დუმდებიან. დღევანდელი გამოფენა სწორედ ამის სიმბოლო გახლავთ. ხედავთ დადუმებულ მუზას იმ ომის შემდეგ. სამწუხაროა, მაგრამ ამავედროს საამაყო, რადგან ეს ადამიანები ჩვენს გვერდით იდგნენ და არცერთი წუთის არ მრცხვენია, რომ მათ გვერდში მომიწია ყოფნა. არ მგონია ისე გადავჯიშდეთ, რომ ისევ არ აღმოჩდნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც თავისი სხეულით ტყვიას გააციებენ, უარს იტყვიან სამყაროს იმ სილამაზეზე, როომელსაც თვითონ ქმნიან და ქვეყანას თავი არ შესწირონ",- განაცხადა თევზაძემ.

 

საზეიმო საღამოზე ოჯახისწევრებმა დაღუპული ვეტერანები გაიხსენეს და მათ შემოქმედებაზე ისაუბრეს.

 

„ჩემმა ბიჭმა დაამთავრა ნიკოლაძის სამხატვრო ტეხნიკუმი და გადაწყვიტა დედის პორტრეტით დაეცვა დიპლომი და მტელი წელიწადი მხატავდა. ტეხნიკუმში დიპლომი, რომ მიიტანა ყველა აღფრთოვანდა. იმ წელსვე ჩააბარა და აკადემიაში მოხვდა. სწავლის ბოლო კურსზე იყო, როდესაც ომი დაიწყო და წავიდა იქ სადაც საჭიროდ ჩათვალა თავი. ოთხივე ჩემი ბიჭი წავიდა. იქ წელიწადი და ოთხი თვის შემდეგ ოთხივე მათგანი ერთად დაიღუპა",- იხსენებს დაღუპული ვეტერანის დედა ბელა ზალდასტანიშვილი.

 



 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner