logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერასოდეს გავიშვერთ ხელს ოპოზიციისკენ
- +

17 ოქტომბერი. 2016. 23:41



საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:


არ ცხრება ხელოვნურად აწეული ვნებათაღელვა ამ საკითხზე, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის" და მათთან ასოცირებული ექსპერტებისა" თუ მედია საშუალებების მხრიდან, რაც მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილია და მეტი არაფერი...

 

საზოგადოება გონიერია და ზუსტად იცის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია მაშინ, თუ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა- ნულოვანი ტოლერანტობა", ყველანი ციხეში", ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ", ორი გვამი მინდა", მეტი დაკავებული-მეტი პრემია", ასეთი ხელისუფლება ამ უმრავლესობის გარეშეც საშიშია! როცა ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული და ადამიანის სიცოცხლე და ღირსება მთავარი პრიორიტეტია, იქ საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ შესაძლებლობაა, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს! ეს არის საშუალება ქვეყნის ძირითად კანონში გავასწოროთ ყველა ის ხარვეზიანი ნორმა, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს და რაც, თავის დროზე, კონკრეტული პარტიის და მათი ლიდერების პერსონალურ ახირებებზე იყო მორგებული. თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ქვეყანას კიდევ დიდხანს მოუწევს გაუმართავი სახელმწიფო- სამართლებრივი ნორმებით ცხოვრება, რაც მხოლოდ დამაზიანებელია. ისეთ გახსნილ, განვითარებულ, აქტიურ და კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებას, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, ყოველთვის აქვს ძლიერი ბერკეტები აკონტროლოს ხელისუფლება და კიდევ უფრო მეტად, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება!

 

სწორედაც, რომ ბეწვის ხიდზე მოგვიწევს სიარული, ვინაიდან ყველა გადაწყვეტილებაზე, მხოლოდ ქართული ოცნება" იქნება პასუხისმგებელი და ვერასოდეს შეეცდება ვინმე ხელი გაიშვიროს" ოპოზიციისკენ. ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა დემოკრატიულად არჩეული, მაღალი ნდობის მქონე ხელისუფლებისთვის არის კიდევ უფრო მეტი ტვირთი, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და არა კომფორტი, როგორც ეს ქონდა ნაციონალურ მოძრაობას".

 

შესაბამისად, ნუ ცდილობთ საფრთხე დაინახოთ იქ, სადაც ის არ არის! საფრთხე იქნებოდა მაშინ, თუ ქართულ ოცნებას" არ ექნებოდა ის უმრავლესობა, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებადაა საჭირო, რაც სტაბილური და ეფექტიანი მთავრობის ფორმირებისთვისაა აუცილებელი. სწორედ, ამას ცდილობდნენ ჩვენი ოპონენტები, ქვეყანაში შეექმნათ ქაოსი და არასტაბილური გარემო, რაც აღარასოდეს გამოუვათ! ისინი წარსულში დარჩნენ, ჩვენ, ერთად ვირჩევთ მომავალს, 30 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, მხარს ვუჭერთ 41-ს!", - წერს კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner