logo_geo
eng_logo
„ნუ მოგვიწოდებთ პარტიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც „ლიდერშიპში“ ჰყავს მკვლელები!
- +

18 ოქტომბერი. 2016. 00:25




გამორიცხულია, საღად მოაზროვნე ადამიანმა და ამ ქვეყნის კეთილმოსურნემ მხარი დაუჭიროს "ნაციონალურ მოძრაობას", - ასე გამოეხმაურა „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას პროდასავლური პარტიებისადმი, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ. მიმართვის ადრესატებში პარტია „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა" არ შედის.

 

„მადლობა მინდა გადავუხადო მიმართვის ავტორებს, რომ ჩვენ არ ვართ ამ მოწოდების ადრესატები. ანუ იმას მაინც ხვდებიან, რომ ასეთი იდიოტური და აბსურდული მიმართვებით და მოწოდებებით ჩვენ არ უნდა შეგვაწუხონ", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „პალიტრანიუსის" ეთერში.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, მოუწოდონ პოლიტიკურ სპექტრს, რომ მხარი დაუჭირონ „ნაციონალურ მოძრაობას".

 

შესანიშნავი მოწოდეებაა, თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რომ ჩვენ არ ვართ ამ მოწოდების ადრესატები. ანუ იმას მაინც ხვდებიან, რომ ასეთი იდიოტური და აბსურდული მიმართვებით და მოწოდებებით ჩვენ არ უნდა შეგვაწუხონ. შეუძლებელი და გამორიცხულია, საღად მოაზროვნე ადამიანმა და ამ ქვეყნის კეთილმოსურნემ მხარი დაუჭიროს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც ლიდერშიპში ჰყავს მკვლელები, დამნაშავეები და ადამიანები, რომლებიც არჩევნებში კი არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას, ციხეში უნდა ისხდნენ", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner