„შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის დიალოგში"- განაცხადა თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ გადაცემაში 2030 უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.
„აკადემიურ საბჭოს და მე, როგორც ამ საბჭოს თავმჯდომარეს, ორივე მხარისთვის მიმართვის სრული მზაობა გვაქვს. ასევე, მივმართავ მთელს საზოგადოებას - მთავარია, ამ დაძაბულ სიტუაციაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდეთ და სხვადასხვა არაადეკვატური, გამაღიზიანებელი შეფასებებისგან თავი შევიკავოთ. ყველა მხარეს ადამიანები დგანან და ღირსება ყველას აქვს. მივმართავ სტუდენტებსა და პროფესორებს, რომ ერთმანეთის ღირსებას მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ." - განაცხადა ლადო პაპავამ.