logo_geo
eng_logo
CNN-ის ჟურნალისტი ერაყში ორმხრივ სროლაში მოყვა
- +

18 ოქტომბერი. 2016. 01:17


 


CNN-ის ჟურნალისტი ერაყში ორმხრივ სროლაში მოყვა. ვიდეომასალას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.


ნიკ პატონს რეპორტაჟი ქალაქ მოსულის მიმდებარე ტერიტორიიდან მიჰყავდა, როდესაც სროლა ატყდა. თავიდან გადამღებმა ჯგუფმა რეპორტაჟის გაგრძელება სცადა, თუმცა როდესაც სროლა ინტენსიური გახდა, მათ გადაღების შეწყვეტა მოუწიათ.


შეგახსენებთ, მოსულის გასათვისუფლებლად სამხედრო ოპერაცია ორშაბათს დილით დაიწყო. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს კონტროლქვეშ 2014 წლიდანაა.


right_banner right_banner
არქივი
right_banner