logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ბევრი "კრიტიკოსი" "გარშოკზე" იჯდა, როცა თარხან-მოურავი კვლევების თემაზე ლექციებს კითხულობდა
- +

18 ოქტომბერი. 2016. 01:53


 


„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის FACEBOOK-პოსტი:


ერთი აწარმოებს ქათმის შემწვარ ფრთებს, ხოლო მეორე აცხობს ტყუილს. მეგობრებო, უკვე კომედიას ემსგავსება მსჯელობა, თითქოს ჩვენ ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან ან GFK- ის, ან KFC- ის, ან IRI- ის და ან NDI- ის.

 

ბევრი "კრიტიკოსი" "გარშოკზე" იჯდა, როცა თარხან-მოურავი საქართველოს პროგრამისტთა ნაკრებს წვრთნიდა და ლექციებს კითხულობდა სწორედ კვლევების თემაზე. ისე, წლების მანძილზე უცხოეთშიც ცხოვრობდა და როგორმე არ ეშლება ერთმანეთისგან, KFC თუ GFK.

 

გავიგე, რომ ჩემი პოლიტიკური გემოვნება არ მოსწონს ვინმე თავიდან ფეხის ქუსლამდე რესტავრირებულ კუზანოვას... (ბურჭულაძეში მაგრად გაუმართლა!!! ვულოცავ!) გავიგე, რომ ცუდად ვცეკვავ... თქვენ იცეკვეთ უკეთესად და ტაშს დაგიკრავთ, მაგრამ ეს "კრიტიკოსები" არც ცეკვაში ვარგიხართ სინამდვილეში და არც სიმღერაში.

 

ტექსტის მოსმენის უნარიც დაკარგა ამ ხალხმა, თუ ყველა ნაცისტების შავი პიარის მსხვერლი გახდა?!... კაცი უაზროდ რომ იცინის და დაგვცინის, თვითონ ხდება სასაცილო. სახლში სარკე არა გაქვთ, სიცილისმოყვარულებო?!", - წერს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner