"აუდიტორია 115"-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ მანიფესტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც აქციები შეწყდება
"დღეს 16 მარტს თსუ-ს სტუდენტები და ლექტორები, რომლებიც 6 დღის განმავლობაში მხარდაჭერას გვიცხადებდნენ ვაარსებთ მოძრაობას სახელად აუდიტორია 115, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი გახდება. აუდიტორია #115 შექმნის თსუ-ს რეფორმირების საბჭოს, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი სტუდენტები და ლექტორები აუდიტორია #155 მოძრაობიდან. სტუდენტების მოთხოვნა გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას თითოეული სტუდენტისა და პროფესორის მაქსიმალური მონაწილეობით. ამ დროისთვის ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა. ჩვენი დანარჩენი მოთხოვნები ძალაში რჩება. უახლოეს დროში შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება კონსესუსსზე დაფუძნებული მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძვნებოდეს პარტიულ კონიუქტურას."