logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: ეს „კაზიოლი“ განაპოლსკი თბილისში ვინმეს ხომ არ ჰყავს ნაცემი?!
- +

18 ოქტომბერი. 2016. 03:23


 

ეს კაზიოლი" განაპოლსკი ვინმეს ხომ არ ყავს ნაცემი თბილისში?", - ასე ეხმაურება მწერალი პაატა ქურდაძე მატვეი განაპოლსკის ვიდეო-მიმართვას, სადაც ის ქართველებს ლანძღავს.


ამავე მიმართვაში განაპოლსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღებაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს.


ქართველები გამყიდველი ხალხია. მათი სტუმართმოყვარეობა მოგონილია. როცა გაგიშლიან სუფრას და გეტყვიან ჩემი მეგობარი ხარ, უბრალოდ უთხარით მომშორდი გენაცვალე! ეს არის თანამედროვე საქართველო, რომელიც მხოლოდ ფულზეა დახარბებული", - აცხადებს განაპოლსკი.


ქურდაძე ფიქრობს, რომ  სიძულვილის ენით მოსაუბრე განაპოლსკი საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას ცდილობს.


რამ გაამწარა ასე? ადამიანის ფერი აღარ ადევს სიძულვილისგან - ან იქნებ უბრალოდ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ძაბავს, როგორც შეუძლია?", - აცხადებს ქურდაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner