logo_geo
eng_logo
მეთიუ ბრაიზა: „ქართული ოცნების“ გამარჯვება „ნაცმოძრაობისთვის“ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა
- +

18 ოქტომბერი. 2016. 04:18




ქართული ოცნების" გამარჯვება მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ საბოლოოდ ქართული ოცნება" აირჩია, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" შოკისმომგვრელია", - აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ გააკეთა.


მეთიუ ბრაიაზას თქმით, ეუთო-მ დაასკვნა, რომ კენჭისყრის დროს ზოგიერთი დარღვევისა და ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც კონკურენტული არჩევნებისთვის მახასიათებელია.


პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი თავისი მთავრობისა და "ქართული ოცნების" პარტიის მიერ განხორციელებული ეფექტური ხელმძღვანელობისთვის, ქართველი ხალხი კი -  მეორე მაჟორიტარული საპარლამენტო არჩევნების ცივილიზებული გზით ჩატარებისთვის მილოცვას იმსახურებს.

 

ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების მეორე ტურიც ასეთივე გარემოში ჩატარდება. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნოს განუხრელი ერთგულება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. იმედია, "ქართული ოცნების" ატლანტიკური ელემენტები, რომლებმაც დატოვეს კოალიცია და ვერ მოხვდნენ ახალ პარლამენტში (მაგ. ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელი "თავისუფალი დემოკრატები", ასევე, დავით უსუფაშვილი და მისი "რესპუბლიკელები") შეძლებენ, კვლავ დაეხმარონ საქართველოს საკუთარ მოქალაქეთა, როგორც ტრანსატლანტიკური ოჯახის სრული წევრების, უმრავლესობის მიერ არჩეული ბედისკენ სვლაში", - განაცხადა ბრაიზამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner