თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რეზო გაბრიაძემ ვერ შეძლო „თბილისობა 2016"-ის ფარგლებში გამართულ „საპატიო თბილისელის" დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება, რასთან დაკავშირებითაც თბილისის მერმა წერილი მიიღო.
„როგორც მოგეხსენებათ, ბატონ რევაზ გაბრიაძეს წელს „საპატიო თბილისელის" წოდება მიენიჭა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბატონმა რევაზმა ვერ შეძლო „თბილისობა 2016"-ის ფარგლებში გამართულ „საპატიო თბილისელის" დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება, რასთან დაკავშირებითაც მივიღე წერილი.
ბატონი რევაზ გაბრიაძე ამჟამად თბილისში არ იმყოფება. მეც რამდენიმე დღით, ოფიციალური ვიზიტით, სტრასბურგში მივემგზავრები. შესაბამისად, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ია მაქაცარიასთან ერთად ვესტუმრები თეატრისა და კინოს სახელგანთქმულ რეჟისორს, მხატვარსა და მწერალს, ჩვენს საამაყო რევაზ გაბრიაძეს და პირადად გადავცემ ჯილდოს. მანამდე კი მას ჯანმრთელობას ვუსურვებ!" -აღნიშნავს დავით ნარმანია.