logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია რევაზ გაბრიაძეს „საპატიო თბილისელის“ ჯილდოს პირადად გადასცემს
- +

18 ოქტომბერი. 2016. 10:53



თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რეზო გაბრიაძემ ვერ შეძლო „თბილისობა 2016"-ის ფარგლებში გამართულ „საპატიო თბილისელის" დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება, რასთან დაკავშირებითაც თბილისის მერმა წერილი მიიღო.



როგორც მოგეხსენებათ, ბატონ რევაზ გაბრიაძეს წელს საპატიო თბილისელის" წოდება მიენიჭა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბატონმა რევაზმა ვერ შეძლო თბილისობა 2016"-ის ფარგლებში გამართულ საპატიო თბილისელის" დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება, რასთან დაკავშირებითაც მივიღე წერილი.

ბატონი რევაზ გაბრიაძე ამჟამად თბილისში არ იმყოფება. მეც რამდენიმე დღით, ოფიციალური ვიზიტით, სტრასბურგში მივემგზავრები. შესაბამისად, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ია მაქაცარიასთან ერთად ვესტუმრები თეატრისა და კინოს სახელგანთქმულ რეჟისორს, მხატვარსა და მწერალს, ჩვენს საამაყო რევაზ გაბრიაძეს და პირადად გადავცემ ჯილდოს. მანამდე კი მას ჯანმრთელობას ვუსურვებ!" -აღნიშნავს დავით ნარმანია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner