მორაგბე გიორგი ლომინაძის მეუღლე ნუცა გუნცაძე ავარიის, ოპერაციებისა და რეაბილიტაციის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს, როგორ მიაკითხა ლომინაძემ ცოლს საავადმყოფოში ყვავილებით.
ნუცა და გიორგი ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივნისს მძიმედ დაშავდნენ და ახლა ორივე ხანგრძლივ სარეაბილიტაციო მკურნალობას გადის. ნუცას სულ მალე, ევროპაში სახის ნერვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება.