logo_geo
eng_logo
გზის მონაკვეთები საქართველოში, სადაც დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს
- +

18 ოქტომბერი. 2016. 11:20



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ17 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner