თეთრი სახლის პრესმდივნის ჯოშ ერნესტის განცხადებით, აშშ მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერაყის ქალაქ მოსულში საბრძოლო მოქმედების დროს მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად გამოიყენებენ.
„ჩვენი ვარაუდით, ქალაქში პოზიციების შენარჩუნების მიზნით საშიშ მეთოდებს გამოიყენებენ", - განაცხადა ჯოშ ერნესტმა.
მისივე თქმით, აშშ და კოალიცია, მოსულის გათავისუფლების ოპერაციისას, „შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინონ".
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა, ქურთებისა და საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გუშინ დაიწყეს.