logo_geo
eng_logo
„აუდიტორია 115“ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის - სტუდენტები უნივერსიტეტის ტერიტორიას ტოვებენ
- +

17 მარტი. 2016. 00:14


 

„აუდიტორია 115“ უნივერსიტეტის ტერიტორიას ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტებმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს და საგანგებო მანიფესტი გამოსცეს.


„აუდიტორია 115“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით,  აღნიშნული გადაწყვეტილება სწავლის აღდგენის მიზნით იქნა მიღებული.


აუდიტორია 115“ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის. ჩვენს მიერ დაყენებული სამივე საკითხი დაკმაყოფილებულია. ეს ეხება კანცლერობის კანდიდატის მოხსნას, რომელიც რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ დაკმაყოფილდა. დანარჩენი ორი საკითხი არის გრძელვადიანი, რომლებიც ეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეფორმირებას და „ოდეერებისგან“ უნივერსიტეტის გათავისუფლებას, რასთან დაკავშირებითაც განათლების სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ უნივერსიტეტს ვტოვებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღდგეს სასწავლო პროცესი", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner