logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ეს ყველამ უნდა აღიაროს!
- +

18 ოქტომბერი. 2016. 12:17



ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე ისაუბრა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ აფეთქება ინსცენირებული ყოფილიყო, მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს არევისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით.



არსებობს კითხვა - თუ ვის აწყობდა გივი თარგამაძის აფეთქება? - პირველ რიგში, ასეთ მშვიდ ვითარებად დაფიქსირებული წინასაარჩევნო კამპანიის გაფუჭება, ხელს არ აძლევდაქართულ ოცნებას", ეს ყველამ უნდა აღიაროს. რადგან, სწორედ ამ აფეთქებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ამერიკის ელჩმაც კი ინატრა, ნეტავ, ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო ამერიკაშიც იყოსო.

 

ბუნებრივია, სიტუაციის დაძაბვა და მითუმეტეს შესაძლო მკვლელობა, სახელისუფლებო ძალებს ნამდვილად არ აწყობდათ. პირველ რიგში, მეც და საზოგადოების დიდ ნაწილის ეჭვი გაგვიჩნდა, იმაზე - საქმე ხომ არ გვქონდა აფეთქების იმიტაციასთან, ამის ინსცენირება ხომ არ მოხდა? - მითუმეტეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო დამონტაჟებული, რომ გივი თარგამაძის სიცოცხლეს საფრთხეს ნამდვილად არ უქმნიდა, ვინაიდან, ასაფეთქებელი მოწყობილობა მიმართული იყო სრულიად საწინააღმდეგო მხარეს, როგორც სპეციალისტებმა თქვეს. გივი თარგამაძის მკვლელობა არ იყო განზრახული, ეს ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო. უბრალოდ, არსებობს ეჭვი იმაზე, თვითონ გივი თარგამაძემ იცოდა თუ არა ამის შესახებ და მონაწილეობდა თუ არა აფეთქების ინსცენირებაში. შესაძლოა, არ სცოდნოდა კიდეც.

 

აფეთქება აჟიოტაჟისა და ძალიან დიდი ხმაურის შექმნის მიზნით იყო მოწყობილი, შემსრულებლები ამით იყვნენ დაინტერესებულნი. თვითონ ის პიროვნებაც, ვინც ეჭვმიტანილია, რომელიც კამერებზეა დაფიქსირებული, როგორც ამბობენ, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანია, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. როგორც ჩანს, ის დაკავშირებული იყო იმ პიროვნებებთან, რომლებსაც ეს აფეთქება ხელს აძლევდათ. პირველი ეჭვი, რა თქმა უნდა, ისევნაციონალური მოძრაობისკენ" მიდის", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

 

 

მისი თქმით, სავარაუდოდ, გივი თარგამაძემ არ იცოდა აფეთქების შესახებ.

 

 

სავარაუდოდ, გივი თარგამაძემ არ იცოდა აფეთქების შესახებ, შეიძლება მისმა ძალიან საახლობლო გარემოცვამაც კი არ იცოდა, თუმცა, თუ ეს სიმართლეა, ჩემი ვარაუდით, ამი შესახებნაციონალური მოძრაობის" უმაღლეს წრეებში იცოდნენ, გარკვეულმა ჯგუფმა, სააკაშვილი იქნებოდა ეს თუ სხვა... ძალიან საინტერესოა, ამ პიროვნებით რა კავშირებზე გავლენ სამართალდამცავი ორგანოები. რაც შეეხება იმას, რომ სწორედ ამ პიროვნების მიერ იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ამაზე ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება მსჯელობა, გამომდინარე მისი ბიოგრაფიიდან და მის სახლში აღმოჩენილი მასალებიდან თუ ნივთებიდან. თუმცა, ამაზე მე მხოლოდ ვარაუდები შემიძლია გამოვთქვა, მაგრამ ამ ვარაუდებს მყარი საფუძველი გააჩნია, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

 

 

საუბარი იმაზე, რომ ამის განმახორციელებელმა არ იცოდა, მანქანის რომელ მხარეს ჯდებოდა თარგამაძე - წინ თუ უკან, ან მისი მანქანა გაზზე თუ ბენზინზე მუშაობდა - ამის დაჯერება გულუბრყვილობა იქნებოდა. რადგან, როდესაც ადამიანი ან ვიღაც ჯგუფი ფაქტობრივად ამხელა ტერაქტზე მიდის, კონკრეტული ადამიანის მიმართ, რა თქმა უნდა, მას ყველაფერი გათვლილი ექნებოდა. შინაური წრიდან იქნებოდა გამოსული, როგორც წესი, სად დაჯდებოდა გივი თარგამაძე, წინ თუ უკან და გაზზე იყო თუ ბენზინზე მანქანა. ამავე დროს, უნდა ითქვა, რომ წინ მსხდომები იმდენად დაცულები იყვნენ, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო, მათ სიცოცხლეს კი არა, ჯანმრთელობასაც რაიმე დამუქრებოდა. ეს ყველაფერი უფრო ხმაურისთვის იყო მოწყობილი. მოთხოვნა იყო, რომ ეს ქტის კვალიფიკაციით ყოფილიყო გამოძიებული. სწორედაც ეს აწყობდათ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლება ტერაქტის მოწყობაში დაედანაშაულებინათ. ამან უფრო გააღრმავა ეჭვები, რომ არეულობა სურდათ და არა გივი თარგამაძის გაწირვა", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner