ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ „20/30"-ის ეთერში პოლიტიკური პარტიების შესახებ საუბარში აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის თანამშრომლობა არის თვითმკვლელობა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის და დარწმუნებულია, რომ „ეროვნული ფორუმის", ასევე ალასანიასა და რესპუბლიკური პარტიის მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებები გამორიცხულია.
„პრაქტიკულად გამოვრიცხავ მსგავს მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით გამოვრიცხავ „ეროვნული ფორუმის" მხრიდან, ასევე ალასანიასა და რესპუბლიკური პარტიის მხრიდან. რაიმე ტიპის თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" არის თვითმკვლელობა ნებისმიერი პარტიისთვის. როგორც ჩანს, ბარამიძეს გადამეტებული შეფასება აქვს საკუთარი პარტიის მიმართ. მას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება მიმზიდველი იყოს სხვა ორგანიზაციისთვის, არადა, ეს არის რადიოაქტიური ორგანიზაცია, სტიგმა, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა კრახამდე ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ბარამიძეს თუ ამ ტიპის მესიჯით უნდა დამატებითი ხმების მოგროვება, არ ვიცი. სხვა მოტივი რთული წარმოსადგენია, ბუნებრივია პოლიტიკური პარტიების რეაქცია", - აცხადებს გორგილაძე.