პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
„შემიძლია, ერთი თემა დავაანონსო, საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. უახლოესი კვირების მანძილზე იწყება პროცესი ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანისა რუსეთიდან. ამ წლის იანვრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ თუ არის რაღაც წინსვლა, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ, მოვისმენთ ამას და თუ იქნება რაიმე ინფორმაცია, ჩამოვიტანთ", - განაცხადა აბაშიძემ.
პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პრაღის ფორმატში პირველი შეხვედრაა.