logo_geo
eng_logo
გოჩა ხუნდაძე: მახსოვს, ნაცებისგან დასაჭერად განწირული ნარჩემაშვილი მაინც მივიდა სამძიმრის სათქმელად...
- +

18 ოქტომბერი. 2016. 14:26



ჟურნალისტი გოჩა ხუნდაძე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ქუთაისის მოსახლეობას მიმართავს:


„ქუთათურებო, მინდა, ფიქრი გაგიზიაროთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, კობა ნარჩემაშვილს არ ვიცნობ. არც იმ კაცის აპოლოგეტი ვყოფილვარ, ვის ხელისუფლებაშიც მინისტრის პოსტი ეკავა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ნაცებისგან დასაჭერად განწირული, მაინც მივიდა სამძიმრის სათქმელად, ვალის მოსახდელად, თუმცა, იცოდა, რომ აუცილებლად დააპატიმრებდნენ (დააპატიმრეს კიდეც). ასეთი კაცი ბუნებით უღალატო და ერთგულია, ვაჟკაცი.

 

მე არც გიგი წერეთელს ვიცნობ, მაგრამ მახსოვს მისი საქციელი - უახლოესი თანამებრძოლის - ზურაბ ჟვანიას მკვლელებს რომ ჩაუჯდა ნავში და ამქვეყნიური სიკეთეები შეინარჩუნა. ასეთი კაცი მედროვეა, მოღალატე, მხდალი. აი, ამ ორ ადამიანს შორის გიწევთ არჩევანის გაკეთება. რა ხდება, გიჭირთ, განასხვაოთ თეთრი და შავი?

 

ძალიან გამიკვირდება, მეორე ტურში ბატონი ნარჩემაშვილის დამარცხება და სისხლიანი, გასასამართლებელი პარტიის ფავორიტის გამარჯვება თუ დაფიქსირდება. ვერ დავიჯერებ, რომ ქუთაისი, ქუთაისელები, ქართული სულის, ქართული ცნობიერების დამაქცევრებს მისცემთ ხმას. დაფიქრდით, თქვენს ლამაზ ქალაქში ღირსების ყადრი ხომ ყველაზე კარგად იციან. ასე რომ არ იყოს, როგორ დაარქმევდით კაცს „მეობას"?! ძალიან მინდა, თითოეული თქვენგანი, ვინც საარჩევნო ურნასთან მიხვალთ, სწორედ საკუთარ მეობას შეუთანხმდეთ და არჩევანი ისე გააკეთოთ. მაპატიეთ, რომ ამდენი გაგიბედეთ. გულწრფელი პატივისცემით, გოჩა ხუნდაძე". 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner