logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი ფურცელაძის და ათონელის ქუჩებზე მცხორებ მოსახლეობას შეხვდა
- +

17 მარტი. 2016. 10:12


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ქუთათელაძე ბარათაშვილის, ათონელის და ფურცელაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ და   მათი პრობლემები მოისმინეს.


ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობამ დეპუტატს პარკირების მოგვარების თხოვნით მიმართა. მათი განცხადებით, მძღოლები საგზაო ნიშნებს არ ემორჩილებიან და მანქანებს აკრძალულ ადგილას აჩერებენ, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის.


ბექა ნაცვლიშვილმა და ირაკლი ქუთათელაძემ მოსახლეობასთან ერთად  პარკირების მოწესრიგების თაობაზე იმსჯელეს და საკითხის მოგვარების მიმართულებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.


დღესვე დეპუტატმა ათონელის ქუჩაზე მდებარე საუკუნოვანი საცხოვრებელი ავარიული შენობებიც დაათვალიერა, რომლებსაც თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. 


ბექა ნაცვლიშვილი  რაიონის გამგებლის მოადგილესთან ერთად  ფურცელაძის 26 ნომერში მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებლებსაც შეხვდა, შენობა დაათვალიერა და მოსახლეობას დროებით ქირით გაყვანა შესთავაზა.


დეპუტატის თქმით, აღნიშნული შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი დემონტაჟისა და შესაბამისად, ახალი შენობის აგების მიზნით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება დედაქალაქის მერიასთან მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner