„სამწუხაროა, რომ ადამიანების ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების სახელით ემიჯნება დანარჩენ საზოგადოებას და თავს მასზე ზეაღმატებულ სექტად წარმოაჩენს, რაც თავად სამოქალაქო საზოგადოების იდეის დისკრედიტაციას იწვევს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებული მიმართვის საპასუხოდ წერს.
„არადა, ნამდვილი (და არა ფსევდო!) სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგემს. მოვლენებისთვის ასეთი არასწორი სახელების დარქმევის გამო მოხდა, რომ ბევრი კარგი იდეა და ცნება საქართველოში საგინებლად გადაიქცა", - წერს მაღლაფერიძე.
შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.