logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: სასაცილოდ მეჩვენება, საკონსტიტუციო უმრავლესობა თემა რომ გახდა
- +

18 ოქტომბერი. 2016. 15:44


„გაკვირვებული ვარ, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა - „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დავუჭიროთ მხარიო. მე არ ვარ იმ აზრზე, რომ რაღაც მონოპოლია გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას" პროდასავლურობის თუ პროევროპულობის. ეს ყველაფერი ჩანს საქმეში - ვინ მიჰყიდა რუსეთს ყველაფერი და ა.შ. უნდა გადავწყვიტოთ, სად არის პროდასავლურობა და სად პროქართულობა", -  ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა.


როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საკონსტიტუციო უმრავლესობის თემის წინ წამოწევა მას სასაცილოდ ეჩვენება.


„ეს რაღაც კამპანია, აშკარაა, რისთვის და როგორაა წამოწყებული. ეს დღეს ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. აუცილებელია, მოსახლეობა მობრძანდეს არჩევნებზე. სექტანტურ „ნაციონალურ მოძრაობას" დავუპირისპიროთ თავისუფალი ადამიანების თავისუფლად  მოსვლა არჩევნებზე. ჩემი ხმების დაცვა, რომელიც პირველ ტურში მოვიპოვე, დამოკიდებულია თავისუფალ ადამიანებზე და არა რაღაც ორგანიზაციებზე, რომლებიც დღეს კიდევ ხმარობენ ძველ ხერხებს. მგონი, დროა, გადავიდეთ 21-ე საუკუნეში.

 

სასაცილოდ მეჩვენება, საკონსტიტუციო უმრავლესობა თემა რომ გახდა. 9 წელი ვიცხოვრეთ საკონსტიტუციო უმრავლესობით. „ნაციონალებმა" ბევრჯერ შეცვალეს კონსტიტუცია და დღეს ისინი არიან აღშფოთებულნი, რომ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეცინება, იმიტომ, რომ მაგალითად, საფრანგეთშიც ხშირად იყო საკონსტიტუცო უმრავლესობა. ყველას კარგად ესმის, რომ ისეთ ძალას როდესაც ებრძვი, რომელიც თამაშიდან ბოლომდე უნდა იყოს გაყვანილი, იქ ყველანაირი უმრავლესობა გამართლებულია. თუ საზოგადოების ნება იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა და არის, როგორც ჩანს, ამას ყველამ უნდა ვცეთ პატივი",- განაცხადა ზურაბიშვილმა.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner