logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი ამომრჩეველი ახალი საქართველოს მომხრეა
- +

18 ოქტომბერი. 2016. 15:48


მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა  „TV პირველის" ეთერში ოპონენტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას გადასაწყვეტი არ არის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის.

 

„ჩემი ოპონენტის გადასაწყვეტი არ არის, ვინ ვარ და რა წარსულით მოვდივარ. ამას წყვეტს ჩემი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტი ძირითადად მოდის იმითი, რომ თავისი ოპონენტი ლანძღოს. ჩემმა ამომრჩეველმა კარგად იცის, ვინ ვარ და რა წარსულით მოვდივარ პარლამენტში. ამიტომ მომცა ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა, თვით ჩემი კონკურენტის უბანში, სადაც იყო დაბადებული და გაზრდილი. პირველ ტურში ვერ მივაღწიე გამარჯვებას, მაგრამ მეორე ტურში წარმატებას მივაღწევ, რადგან ჩემი ამომრჩეველი არის ახალი საქართველოს მომხრე, რომელიც უთუოდ უნდა ავაშენოთ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner