logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“: „პროკრედიტ ბანკი“ ანა მაჩიტაძეს აღადგენს და 37 232 ლარს გადაუხდის
- +

18 ოქტომბერი. 2016. 15:59



საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სს „პროკრედიტ ბანკის" წინააღმდეგ მოქალაქე ანა მაჩიტაძის პრეცედენტულ შრომით დავასთან დაკავშირებით, საქმეზე დამასრულებელი და ბანკის მიმართ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ქართულ სასამართლოებში, კლიენტების მიმართ „ღმერთმა დაგლოცოს" მიმართვის გამო, ბანკიდან გათავისუფლებული თანამშრომლის გახმაურებულ და ცნობილ საქმეზე, სამართალწარმოება დასრულდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის შეტყობინებით გახდა ცნობილი.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს „პროკრედიტ ბანკის" საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა ცნობილი დაუშვებლობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სასამართლოს გაადწყვეტილებით, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, ანა მაჩიტაძე სს „პროკრედიტ ბანკიდან" იძულებითი შრომის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით, 37 232 ლარს მიიღებს.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ანა მაჩიტაძე აღდგენილ იქნა ბანკის ვაკის სერვის-პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის ან სასამართლოს აღსრულების მომენტისთვის, ტოლფასს თანამდებობაზე.


გვსურს საზოგადოებას შევახსენით საქმეზე სამართალწარმოების პროცესი და მიღებული გადაწყვეტილებები, ვინაიდან თვალსაჩინო გახდეს საკითხის ისტორია:


1. 2015 წლის 26 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ანა მაჩიტაძის სარჩელი. ანა მაჩიტაძემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით;

2. 2015 წლის 21 დეკემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ანა მაჩიტაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სს „პროკრედიტ ბანკმა" თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესს სასამართლოში;

3. 2016 წლის 19 აპრილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სს „პროკრედიტ ბანკის" საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner