logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თვითმმართველობაც საჭიროებს რეფორმას
- +

17 მარტი. 2016. 10:13


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სტუდენტებს მოუწოდა, უნივერსიტეტების თვითმმართველობების რეფორმის პროცესში ჩაერთონ. პრემიერი მოხარულია, რომ თსუ-ში სასწავლო პროცესი განახლდება და სტუდენტები ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდებიან.


"ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი ზოგადად წარსულის პრეცედენტების გამო, როდესაც გარკვეულწილად თვითმმართველობის და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები იყნებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობაც საჭიროებს რეფორმას. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რეფორმის პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული, სადაც აღარ იქნება იმის მიზეზი, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner