„ნაცებმა შეინარჩუნეს დიდძალი ნაძარცვი ფულიც! ნაცებზე მუშაობს კეზერაშვილის ფული, ვანო მერებიშვილის ფული! ნაცებზე მუშაობს ახალაიების ფული!" - ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.
როგორც ჯაველიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის" ფინანსები პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს.
„ვინ, საიდან და რა ფულით აფინანსებდა ნაცებს, ეს აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული! ისევე, როგორც ნაცების არაერთი უსაზიზღრესი დანაშაული!
სანდრა და მისი ჰოლანდიელი დედ-მამა ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ თაგვებს ჩაქუჩით დასდევდნენ, მაგრამ შემდეგ, ქართველი ხალხის გაძარცვით, მილიონერები გახდნენ და ჰოლანდიაში მთელი საგრაფო იყიდეს", - განაცხადა ჯაველიძემ.