logo_geo
eng_logo
ხვალ ცნობილი ფერმწერის ზურაბ სამხარაძის ალბომის პრეზენტაცია გაიმართება
- +

18 ოქტომბერი. 2016. 17:48



19 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება ცნობილი ფერმწერის ზურაბ სამხარაძის ალბომის  პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი გაუძღვება.



ალბომში, მხატვრის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად, შესულია საოჯახო არქივის ფოტომასალა. წიგნში შესულია ზურაბ სამხარაძის მეგობრებისა და კოლეგების მოგონებებიც.



პროექტის ხელმძღვანელია ნინო ჯიშკარიანი.



მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.



ზურაბ სამხარაძე გასული საუკუნის 60-იან წლების ცნობილი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და პორტრეტისტი იყო.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner